„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, ეს პროცესები ბიძინა ივანიშვილის მიერაა მართული.
„როგორც ჩანს, ივანიშვილმა დათვალა და მიხვდა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას, როგორც ჩანს შეეშინდა და ხუნდაძეების და სხვა დეპუტატების გამოყენებით, რომლებიც თავად იყვნენ ამ კანონის ინიციატორები.... მართლა მაინტერესებს კამერების წინ რას ამბობენ, რას ფიქრობენ ეს დეპუტატები, როცა რამდენიმე თვის წინ თავად იყვნენ ამ კანონპროექტის ინიციატორები და შემოიტანეს პარლამენტში. თავიდან მეგონა, რომ ეს დეპუტატები ვაჭრობდნენ ბიძინასთან, მაგრამ რაც დღეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული ბიძინას მიერ," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კენჭისყრა ისევ გადაიდო.