logo
ENG



თოლორაიას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს

29 დეკ 202100:36
3 წუთის საკითხავი
 
თოლორაიას აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას აქვს მოლოდინი, რომ ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"პრინციპში მქონდა საქართველოს პრეზიდენტისგან ასეთი მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მოლოდინი, რაც მე მიჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მისი მხრიდან ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება ვეტოს სახით იქნება გამოყენებული", - განაცხადა მან.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა. 

პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა - თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება. მან რამდენიმე დღის წინ შვილი გააჩინა. 


close დახურვა