logo
ENG



თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას - ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

09 ივლ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
oh17fxnerb3zlgg.jpg

მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!" - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა