თორნიკე შენგელია ევროლიგის მეოთხე ტურის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა. „ბასკონიის“ ქართველმა კაპიტანმა 25 ქულით თამაშში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა და ამ მაჩვენებლით ევროლიგის მოთამაშეებს შორის საუკეთესო იყო.
შენგელიამ ეს აღიარება კარიერაში მესამედ დაიმსახურა, აქამდე ის ტურის ყველაზე ღირებული მოთამაშე 2017-18 წლების სეზონში ორჯერ გახდა. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბასკონიამ“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 82-66 დაამარცხა.