logo
ENG



თსუ-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

11 ივნ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც "ფორმულას" უნივერსიტეტში განუცხადეს დაინფიცირებულია მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელი. ასევე დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტებიც და აღნიშნულის შესახებ უკვე დეტალური ინფორმაციას ფლობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ცნობილია ისიც, რომ დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტირება და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

 


close დახურვა