logo
ENG



თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება

04 აგვ 202009:02
3 წუთის საკითხავი
clock 1206

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნები ჩატარდება. აკადემიური საბჭოს 38-მა წევრმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძეა, რომელიც პლაგიატშია მხილებული.

კონკურენტები აცხადებენ, რომ არჩევნები ფარსია და შედეგები წინასწარ გადაწყვეტილია. მათივე თქმით, შარვაშიძე მმართველი გუნდის დავალებების შემსრულებელია და მას განათლების სამინისტროსთან ერთად, მაია ცქიტიშვილი უჭერს მხარს. 

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა 2020 წლის 21 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოფიციალურად დადასტურდა თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი.

მან ილიას უნივერსიტეტიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ შარვაშიძის 2003 წლის სადისერტაციო ნაშრომის 34% პლაგიატია.


close დახურვა