logo
ENG



თსუ-ში 13 მაისიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება

11 მაი 202221:01
3 წუთის საკითხავი
 
თსუ-ში 13 მაისიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრში 13 მაისიდან სწავლა ჰიბრიდული, ანუ შერეული ფორმატით წარიმართება. განცხადებას უნივერსიტეტი ავრცელებს.

დღეს სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა ჰქონდათ და 6 საათამდე დრო მისცეს, რათა წინა გადაწყვეტილება შეეცვალა. 

"რექტორის ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამის თუ მისი კომპონენტების წარმართვის ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფაკულტეტი პროგრამების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართება არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში. გამონაკლისი დაიშვება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 მაისიდან აუდიტორიული სწავლება განახლდა. სტუდენტები ითხოვდნენ, მიმდინარე სემესტრი ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელებულიყო. მიზეზად სტუდენტები ბინების გაძვირებულ ფასებს ასახელებენ და ამბობენ, რომ ქირაობა არ შეუძლიათ.

უნივერსიტეტს ჰიბრიდულ ფორმატში გადასვლა განათლების სამინისტრომაც მოუწოდა


close დახურვა