logo
ENG



თურნავა:საჯარო მოხელეების ხელფასი შემცირდა, მივლინებები თითქმის არ ფინანსდება

09 ივნ 202011:29
3 წუთის საკითხავი
 

 

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტი დიდი დოზით არის შემცირებული. როგორც თურნავა განმარტავს, ბიუჯეტში 600 მილიონი ლარის ეკონომიაა გაკეთებული. მისივე თქმით, ეკონომია ნაწილობრივ საჯარო მოხელეების ხელფასების შემცირებით გაკეთდა, ასევე გარკვეული ღონისძიებები სამომავლოდ არის გადადებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიაა 600 მილიონო ლარის, რაც გაკეთდა ბიუჯეტში ეს არის ნაწილობრივ საჯარო მოხელეების შემცირებული ხელფასები, 60%-ით არის შემცირებული სახელფასო ბიუჯეტი. გარდა ამისა მივლინებები პრაქტიკულად, გარდა მწვავე აუცილებლობისა არ ფინანსდება. შესყიდვები სხვადასხვა მიმარულებით, ყველაფერი ეს ამოღებული არის ბიუჯეტიდან. სწორია, რომ როდესაც ქვეყანას უჭირს ჩვენ, საჯარო მოხელეებმა პირველებმა ვაჩვენოთ ამის მაგალითი. ღონისძებები, რომელიც იყო აქტუალური და საჭირო, როდესაც ეს ბიუჯეტი იგეგმებოდა და გათვლა გვქონდა ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ღონისძიებებიც ამ ეტაპზეც სამომავლოდ არის გადადებული. საკმაოდ დიდი დოზით არის შემცირებული ჩვენი ბიუჯეტი, ერთ-ერთი მოწინავეები ვართ ეკონომიკის თვასაზრისით“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

 


close დახურვა