logo
ENG



თურნავა:ფრონტერამ შეწყვიტოს არაფრისმომცემი კამპანია, მიუსხდეს მოლაპარაკებათა მაგიდას

25 ივნ 202012:56
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკულ კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, მათ მიიღეს ყველა ინფორმაცა საერთაშორისო არბიტრაჟისგან, რომელიც ამ კომპანიასთან დაკავშირებით ჰქონდათ, ამიტომ მას საქმიანობის გაგრძელების უფლება იმ ლიცენზიის პირობებში ექნება, რომელიც მას აქვს. 

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ პოზიციის ცვლილება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას არ უკავშირდება.

„ვართ მზად ძალიან პოზიტიური, საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც ეხება იმას, რომ ფრონტერას მიეცემა შესაძლებლობა გააგრძელოს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე, იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც დღეს მას გააჩნია. მზად ვართ ვისაუბროთ ვადებზე და პირობებზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის 190-მდე ადამიანი არის დასაქმებული და მათი ბედი გვაღელვებს. ამისთვის საჭიროა, რომ კომპანია ფრონტერამ შეწყვიტოს არაფრისმომცემი კამპანია და მიუსხდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. მოვუწოდებ ფრონეტას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ, ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ აწუხებთ და აინტერესებთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.


close დახურვა