logo
ENG



თურნავა "თელასის" შესაძლო გაყიდვაზე:სახელმწიფოსთვის არავის მოუმართავს, მედიისგან გავიგე

17 ოქტ 201911:04
3 წუთის საკითხავი
 
6vksrem31ifcma1.jpg

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სააქციო საზოგადოება "თელასის" შესაძლო გაყიდვას ეხმაურება. როგორც მინისტრმა "ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ საკითხზე სახელმწიფოსთვის არავის მოუმართავს, თემის შესახებ კი მედიისგან შეიტყო. 

შეგახსენებთ, რომ სააქციო საზოგადოება „თელასის“ შესაძლო გაიყიდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, „თელასის“ შესყიდვით გავლენიანი ბიზნესმენები ხვიჩა მაქაცარია და ვანო ჩხარტიშვილი არიან დაინტერესებული.

ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია „ფორმულას“ კითხვებს არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს, რომ "თელასის" წილის შესყიდვით არის დაინტერესებული.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ის მოლაპარაკებებს ერთდროულად ქართულ და რუსულ მხარეებთან აწარმოებს. რამდენიმე დღის წინ მაქაცარია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც ამ თემაზე შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას "თელასის" ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჯერ არც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ფლობენ.

ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება თელასის 75%-იან წილს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ-რაოს“ შვილობილი კომპანია ფლობს. 25 პროცენტს კი საპარტნიორო ფონდი. 


close დახურვა