logo
ENG



თურნავა ადგილზე მიტანის კომპანიებზე: მზად არიან გაზრდილი მოთხოვნების გაუმკლავდნენ

17 მარ 202008:38
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილზე მიწოდების სერვისის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიებს  უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გააცნეს, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაცია მიეცათ, მაქსიმალურად გადავიდნენ ადგილზე მიტანის სერვისზე და შეწყვიტონ კლიენტების საკუთარ შენობებში მომსახურება.

„შევხვდით 15-მდე სხვადასხვა ადგილზე მიტანის კომპანიას. მოვისმინეთ თუ რამდენად არიან მზად გაზრდილ მოთხოვნებს გაუმკლავდნენ. დავრწმუნდით იმაში, რომ მაქსიმალურად გამოხატავენ მზადყოფნას მოემსახურონ უფრო გაზრდილ ნაკადებს და გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები. დამატებითი ადამიანები ჩართონ ამაში და ჩვენის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღვუუთქვით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თურნავამ.

თავის მხრივ, კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ შეუფერხებლად შეძლებენ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას. შეხვედრაში 15-მდე კომპანია მონაწილეობდა.


close დახურვა