logo
ENG



თურნავა მთავრობის გადადგომაზე: ვერ ეღირსებიან

20 ივლ 202112:38
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ "დესტრუქციული ძალები" მთავრობის გადადგომას "ვერ ეღირსებიან". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გრძნობს თუ არა მთავრობა 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას.

თურნავა ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების მთავრობა პასუხისმგებლობიანია. მისივე თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალადობრივ კონტრაქციაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

"შეიძლება დესტრუქციულ ძალებს ძალიან სურთ, გადადგეს პრემიერმინისტრი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას. ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ იყოს სტაბილურობა, იყოს წესრიგი, იყოს განვითარება", - განაცხადა თურნავამ.


close დახურვა