logo
ENG



თურნავა მისთვის წაყენებულ ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს

15 ოქტ 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
2846lvem1rmcbqz.png

 

ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია იმ ბრალდებაზე, რომელსაც მას ვეტერანი ავიატორები უყენებენ. საუბარია თბილისის აეროპორტის აქციებზე, რომელიც მფრინავების მტკიცებით ისე გასხვისდა, რომ მათ კომპენსაციაც არ მიუღიათ. ავიატორები ამბობენ, რომ მინისტრმა ისინი მოატყუა და საქმის სასამართლოში განხილვას გეგმავენ.

ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თურნავამ მინისტრის თანამდებობას დატოვოს, თუმცა აღნიშნულ არ ადასტურებს მინისტრის მოადგილე.

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას. ამასთან, მედიას მივმართავთ თხოვნით, მომავალში ამ ბატონების მიერ გაჟღერებული სხვა ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ, რათა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში,“ - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


close დახურვა