logo
ENG



თურქეთის ავიახაზები და ანადოლუ ჯეტი საერთაშორისო ფრენებს ნაწილობრივ აღადგენენ​

11 ივნ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

"თურქეთის ავიახაზები" და მისი შვილობილი კომპანია - "ანადოლუ ჯეტი" საერთაშორისო ფრენებს ნაწილობრივ აღადგენენ. ფრენები განახლდება გერმანიის, ნიდერლანდების და დიდი ბრიტანეთის მიმართულებით.

რეისზე მხოლოდ ის მგზავრები დაიშვებიან, ვისაც ევროკავშირის მოქალაქეობა, ცხოვრების უფლება ან იმ ქვეყნის ვიზა აქვს, ვისი მოქალაქეც მიმღებ ქვეყანაში დაიშვება. პირველი მგზავრები ლონდონში, დიუსელდორფსა და ამსტერდამში უკვე გაფრინდნენ. 

ფრენის განახლებისთვის ნებართვას ელის სან ექსპრესიც. 13 ივნისს გერმანიის რამდენიმე ქალაქთან მიმოსვლას განაახლებს პეგასუს ეარლაინზიც

 


close დახურვა