![2022/10/15/cxwcadf43knm08n.jpg](/uploads_script3/articles/2022/10/15/cxwcadf43knm08n.jpg)
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ბართინის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, მაღაროდან 58 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, ათობით ადამიანი კი ნანგრევებში რჩება.
თურქეთის მაღაროში აფეთქების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა - მისი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. BBC წერს, რომ იმ დროს მაღაროში 110 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ნახევარი 300 მეტრის სიღრმეზე.