logo
ENG



თურქეთის შს მინისტრს გადადგომა სურდა, თუმცა ერდოღანმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

13 აპრ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთის პრეზიდენტმა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა, სულეიმან სოილუმ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ დაწერა. მას შემდეგ, რაც მოულოდნელად შემოღებული კომენდანტის საათის გამო, ის მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, 10 აპრილიდან ქვეყნის მოსახლეობას მომდევნო 2 დღის განმავლობაში სახლიდან გამოსვლა აეკრძალა. შედეგად სასურსათო მაღაზიებთან გრძელი რიგები, ქუჩებში კი ხალხმრავლობა წარმოიქმნა, რამაც ვირუსის გავრცელების რისკები გაზარდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას იმ არეულობასა და პანიკაზე, რომელიც უწყების მოულოდნელმა ბრძანებამ გამოიწვია.


close დახურვა