logo
ENG



თურქეთი მზად არის, უკრაინას მარიუპოლის მცხოვრებლების ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს

02 აპრ 202217:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/m0h61taftzd6nyw.jpg

თურქეთი მზად არის, უკრაინას მარიუპოლის მცხოვრებლების ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს. 

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქეთს შეუძლია, ამისთვის გემები გამოყოს. 

აკარის თქმით, თურქეთი ამ საკითხში თავის ქმედებებს რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებთან კოორდინაციას უწევს.

მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდა. ქალაქი ომის დღიდან ალყაშია. დაიღუპა ათასობით ადამიანი. ქალაქში დარჩენილებს აქვთ წყლის და საკვების პრობლემა. თუმცა, რუსეთი მარიუპოლის აღებას ვერ ახერხებს. 


close დახურვა