თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ეს განცხადება ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ გააკეთა.
როგორც ნიინისტემ აღნიშნა, თურქეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამმა ქვეყანამ მადრიდში, NATO-ს სამიტზე შეხვედრის შემდეგ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობდა, რომ ანკარა ამ მიესალმებოდა "ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების" NATO-ში შესვლას.
შვედეთისა და ფინეთის ლიდერები კი ამბობდნენ, რომ გმობენ ტერორიზმს და მიესალმებიან ანკარასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.