logo
ENG



თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს - გაეროს წარმომადგენელი

12 თებ 202300:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/fbejdbt2ocuqq18.png

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტის გრიფიტსი ამბობს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, სულ მცირე ორჯერ გაიზარდეს და 50 000-ს მიაღწიოს.

როგორც გრიფიტსმა Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, სამაშველო ღონისძიებები თურქეთსა და სირიაში, სავარაუდოდ, მალე დასრულდება, რადგან მისი თქმით, ადამიანების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანის ოპტიმალური დრო - 72 საათი ითვლება.

"ვფიქრობ, რთულია იმის შეფასება თუ რამდენი ადამიანი იქნება დაღუპული, რადგან ნანგრევები არ არის ბოლომდე შესწავლილი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე ორჯერ გაიზრდება ან უფრო მეტჯერ, ეს საშინელებაა. ბუნება ძალიან სასტიკი მეთოდით გვირტყამს. ეს შოკისმომგვრელია. ამ ნანგრევებში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალია...

მაშველებმა სულ რაღაც 1 თუ 2 საათის წინ კიდევ ამოიყვანეს ცოცხალი ადამიანი. ალბათ ძალიან რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება - თუ როდის უნდა დასრულდეს სამაშველო ღონისძიებების ფასა და როდის უნდა გადავიდნენ მომდევნო ფაზაზე, რომელსაც თავის პრობლემები ექნება", - თქვა გაეროს წარმომადგენელმა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 000-ს აღემატება


close დახურვა