თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერს დაეცა - არის მსხვერპლი. შემთხვევა დილით ქემალფაშასა და ხოფას გზაზე მოხდა.
როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 დაშავდა. დაზიანებულია სატვირთო მანქანებიც.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.