logo
ENG



სვანეთში მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ისინი სამძემრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ

26 ივლ 202400:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/26/6qcfhrtmv337n96.jpg

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი ორი ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფორმულას უთხრა, პროტესტი ამ დრომდე გრძელდება. გზის გადაკეტვის შემდეგ რამდენიმე საათში ადგილზე პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მივიდა. 

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. როგორც მათ ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ახალგაზრდა კაცი მეხუთე დღეა დაკარგულია. როგორც ცნობილია, ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადების თანახმად, შეტყობინება დაკარგულების შესახებ 24 ივლისს მიიღეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ძებნა-შველის ოპერაციაში სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები, ხოლო ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

მოქალაქე სოფო ფილფანის ინფორმაციით, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაწერა სამძებრო სამუშაოების პრობლემებზე, 2 ახალგაზრდასთან ბოლო კონტაქტი ორშაბათს იყო. მისი თქმით, სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახელობა. 

ოჯახის ახლობლები დახმარებას ითხოვდნენ სოციალურ ქსელშიც და მოხალისეებს სთხოვდნენ, რომლებსაც დრონები აქვთ, სამძებრო სამუშაოებში ჩართულიყვნენ. 


close დახურვა