8 ადამიანი ემსხვერპლა ზვავის ჩამოწოლას თურქეთში. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია ვანში მოხდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თოვლის საფარის ქვეშ კიდევ 15-მდე ადამიანია მოყოლილი. სტიქიის შემდეგ ადგილზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, როდესაც მეორე ზვავიც ჩამოწვა.
გავრცელებული ცნობით, მაშველებმა 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.