logo
ENG



თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

11 თებ 202322:53
3 წუთის საკითხავი
 
თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქამდე ცნობილი იყო საქართველოს 4 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ინფორმაცია ფორმულას თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ დაუდასტურა. გარდაცვალების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქე ი.პ. ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25 000-ს აღემატება

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.

 

 


close დახურვა