თითქმის 24 საათია, თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ.
40-მდე ადამიანი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 22-ია, თუმცა მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ, რადგან 20-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.