logo
ENG



თურქეთში მიწისძღვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

25 იან 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთში მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ 30-მდე ადამიანს ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, ძლიერ მიწისძვრას 22 ადამიანი ემსხვერპლა, ათასზე მეტი კი დაშავდა. 

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთით, ელაზიგის პროვინციაში იგრძნობოდა. მიწისძვრამ მალათიის რეგიონიც დააზარალა.

სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პირველი მიწისძვრის შემდეგ რეგიონში 200-ზე მეტი ბიძგი განმეორდა. ისინი თურქეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იგრძნობოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. 


close დახურვა