logo
ENG



თურქეთში წყალდიდობით დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

14 აგვ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 
AFP

თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვისპირეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტად პროვინცია კასტამონუ დაზარალდა, სადაც 29 ადამიანი დაიღუპა.

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო დაინგრა შენობები და ხიდები, ქუჩები კი დატბორილი მანქანებით აივსო. საჭირო გახდა 1 700 ადამიანის ევაკუაცია, ხოლო 330 სოფლამდე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ თურქეთი ქვეყნის სამხრეთით ტყის ხანძრებს ებრძოდა. ხანძრის გამო, რომელიც ახლა კონტროლს ექვემდებარება, ათასობით ადგილობრივსა და ტურისტს ევაკუაცია მოუწია, 8 ადამიანი კი დაიღუპა.

პარასკევს პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი კასტამონუს ეწვია და რამდენიმე დაღუპულის პანაშვიდს დაესწრო.


close დახურვა