თუშეთში, მეწყერის ქვეშ მოყოლილი ადამიანის ძებნა ხვალიდან განახლდება. 62 წლის მამაკაცის ძებნის სამუშაოები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება არსებობს, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.
62 წლის მამაკაცი ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყვა.
მასთან ერთად მყოფი მეორე მგზავრი, 55 წლის მამაკაცი, რომლის გამოყვანაც მაშველებმა შეძლეს, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კახეთის რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.