logo
ENG



თუ გვინდა, რომ მოლაპარაკება შედგეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაჯდეს მაგიდასთან - ლევან კობერიძე

24 თებ 202022:32
3 წუთის საკითხავი
 

„თუ გვინდა, რომ მოლაპარაკება შედგეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაჯდეს მაგიდასთან", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

ლევან კობერიძის თქმით, „ქართული ოცნების“ არცერთ სხვა წევრს არ გააჩნია იმხელა პოლიტიკური წონა საკუთარ პარტიაში, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს - ამიტომ, მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ბიძინა ივანიშვილი უნდა დაჯდეს.

„თუ გვინდა მართლა რეალურად გაიმართოს მსჯელობა, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, რომ ივანიშვილი დაჯდეს მაგიდასთან, რადგან სხვებს არ აქვთ ფასი და ამათ სიტყვებსაც არ აქვთ ფასი. ხვალ იქნება ამერიკის ელჩთან სადილი და მოვუწოდებ ყველას, რომ აშშ-ის ელჩს ვთხოვოთ დახმარება, რომ ბიძინა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ აქვს წონა, იქ დავილაპარაკებთ, მერე განსახილველად მაინც ივანიშვილთან მიაქვთ და ეს ხალხიც დაიღალა. დაიღალა გახარიაც ამ წერილების ტარებით. ის განცდა მაქვს, რომ თითქოს იცის, რომ მიდის და დაწყნარდა შინაგანად", - აცხადებს ლევან კობერიძე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს სისტემას 100-50-ზე, რაზეც ოპოზიცია არ არის თანახმა. გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ კი ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ ბრუნდება, რადგან, მათი თქმით, ასეთ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელებს აზრი არ აქვს.


close დახურვა