logo
ENG



თუ მოჩვენებითი იქნება, პროკურატურასთან გადავალთ პროტესტით - რამიშვილი საქმეში FBI-ს ჩართვაზე

05 აგვ 202014:41
3 წუთის საკითხავი
 
rbuxslc95ljf1ik.png

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ის ფედერალური ბიურო ჩაერთოს საქმეში. მისივე დაზუსტებით, უწყებამ ეს მზადყოფნა გუშინვე გამოთქვა და გაგზავნილია წერილი საელჩოსა და ბიუროში.

რამიშვილის თქმით, ის ბაჩალიაშვილის დედასთან ერთად მინისტრის მოადგილეს, ვლადიმერ ბოცვაძეს შეხვდა. ის განმარტავს, რომ ჯერჯერობით გარკვევის ეტაპზეა, თუ რა სახით ჩაერთვება ფედერალური ბიურო საქმის გამოძიებაში.

"იმის გათვალისწინებით, რომ მხარეს გვაქვს მოთხოვნა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობა, ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი, რომ ეს პროცესი არ იყოს მოტყუების თვალსაზრისით", - ამბობს მიხეილ რამიშვილი და ამატებს, რომ თუკი პროცესის "მოჩვენებითობას" შენიშნავენ, მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციით გადაინაცვლებენ.


close დახურვა