logo
ENG



თუ ოცნება დაარღვევს შეთანხმებას, მიიღებს მძიმე განაჩენს - გიორგი ვაშაძე

10 მაი 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა „ქართულ ოცნებას“ ძვირი დაუჯდება.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერი განმარტავს, მმართველ ძალას პირობა აქვს დადებული საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და მისი დარღვევით მძიმე განაჩენს მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

„ამ ორივე დოკუმენტზე არის ჩვენი პარტნიორების დადასტურებული ხელმოწერები. თუ ისინი ამას დაარღვევენ, მიიღებენ ძალიან მძიმე განაჩენს. კონსტიტუცია მათ არასდროს აინტერესებდათ და პარტიული ინტერესით მოქმედებენ მხოლოდ", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

„ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში" ამბობენ, რომ მმართველი ძალა პანდემიას იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და ცდილობს, შეაფერხოს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც კაცობრიობის პრობლემას, კორონავირუსს იყენებს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობენ საზოგადოების შეკავებას და შეეცდებიან, ყველა ბერკეტი გამოიყენონ, რათა უარი თქვან ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე", - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.


close დახურვა