logo
ENG



თქვენი დარწმუნება არ მჭირდება-პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა გრძელდება

05 ნოე 201914:21
3 წუთის საკითხავი
 
6ut7evvv6uk4wpm.png

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

ქოჩიაშვილი "რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლეობით არის ცნობილი. საქმე ეხება ნინო ნიჟარაძის სარჩელს, რომლითაც ის "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორსა და სხვა მფლობელებს სასამართლოში უჩიოდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა ქოჩიაშვილი არის ერთ-ერთი ის მოსამართლე, ვინც 2017 წლის 31 მარტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, ასოციაცია "მოსამართლეთა ერთობა" დატოვა.

შესაბამისი კითხვით, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა:

"მოსამართლეთა ერთობაში, რომ იყავით, იმ პერიოდთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. არის ინფორმაცია, რომ როდესაც თქვენ ერთობა დატოვეთ, ეს უკავშირდება ერთობის სახელით გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც გაკრიტიკებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უვადო დანიშვნის კრიტერიუმები და მათ შორის, ერთობამ გააკრიტიკა ჩინჩალაძის დანიშვნაც. თქვენ და რამდენიმე მოსამართლემ ამის შემდეგ დატოვეთ ერთობა. მაინტერესებს ნამდვილად ამის გამო მოხდა ეს?", - მიმართა ბესელიამ ქოჩიაშვილს.

თავის მხრივ მოსამართლეობის კანდიდატმა ბუნდოვანი პასუხი გასცა და ერთობის დატოვება ეთიკის კოდექსით ახსნა. 

"ერთობის წევრი ვარ. ჩემი სახელით ვრცელდება განცხადება, რომ მე დავინიშნე. შეუთავსებელი იყო ასეთი რამ და ამიტომ დავტოვეთ. ფართო ერთობას ცოტა ფართო გასაქანი მივეცით. ეთიკის კოდექსით, რომ არ შეზღუდულიყო", - განაცხადა ქოჩიაშვილმა. 

გარდა ამისა, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიასა და მოსამართლეობის კანდიდატს შორის. 

"შეიძლება თუ არა, რომ ერთი და იგივე მოსამართლემ, თითქმის იდენტური გარემოებების პირობებში, ჯერ ერთნაირად შეაფასოს საქმის შინაარსი, შემდეგ გავიდეს დრო, მოსამართლე დაფიქრდეს და სხვანაირად შეაფასოს საქმე იგივე მტკიცებულებებით", - მიმართა ბოკერიამ, რაზეც ქოჩიაშვილმა ასე უპასუხა:

"მართალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თქვენი დარწმუნება არ მჭირდება".

ასეთი პასუხის გამო, იპოზიციონერმა დეპუტატმა მოსამართლე უპატივცემულობაში დაადანაშაულა. 

შეგახსნებთ, რომ პარლამენტში კიდევ 3 მოსამართლის მოსმენაა დაგეგმილი. 


close დახურვა