logo
ENG



იაგო ხვიჩია: ბიძინამ გადაწყვიტა, რომ ვყოფილიყავით ბანძი ქვეყანა

17 ნოე 201922:00
3 წუთის საკითხავი
 
vmjhnzud3q1nj29.jpg

„ჩემთვის პრინციპულია, რომ ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც არ მატყუებენ. ამ ქვეყანაში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა - ამ ქვეყანას წაართვეს თავისუფალი არჩევნის უფლება" - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

„გირჩის“ წევრის თქმით, პროპორციული არჩევნები არ არის რომელიმე პარტიის ინტერესი - ამ სისტემით არჩევნების ჩატარება ქვეყნის ინტერესებშია.

„ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით 2020 წლის შემოდგომიდან საერთოდ სხვა ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ჩვენ ისევ ბანძები უნდა ვიყოთ, დავრჩეთ ამ საბანძეთში, რომელსაც რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია ჰქვია. ამიტომაც არის პრინციპული პროპორციული არჩევნები - იმიტომ არა, რომ ეს „გირჩს“ აწყობს ან „ნაციონალურ მოძრაობას“. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესები უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ქვეყნისა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

იაგო ხვიჩია სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობდა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა".

 


close დახურვა