logo
ENG



იაკობაშვილი:დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, საქართველო სუვერენიტეტს დაკარგავს

02 თებ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „თარგამაძის ფორმულა“ ამერიკაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების გადაბარების პროცესი არჩევნების გზით მოხდეს.

იაკობაშვილის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

„დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, საქართველო სუვერენიტეტს დაკარგავს. საქართველო როგორც სახელმწიფო გაქრება. თუ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს თუ ვინ გვინდა, უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ შეიძლება, დავკარგოთ სუვერენიტეტი. 

რაც შეეხება რჩევების მიცემას - პირველ რიგში, ხვალ რომ გადადგეს საქართველოს მთავრობა, მერე რა, ან მოვა ახალი მთავრობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს, ან რევოლუცია რომ მოხდეს, რა არის რევოლუცია, რომ ამ მთავრობას დაამხობ და ივანიშვილი დანიშნავს ახალ მთვრობას? ვფიქრობ, კრიტიკული ზღვარი ივანიშვილთან მიმართებაში ამერიკას უკვე მიღწეული აქვს.

ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ და ხელისუფლების გადაბარება ყოველგვარი დამხობების გარეშე მოხდეს, ეს იქნება ყველაზე კარგი შემთხვევა“, - განაცხადა იაკობაშვილმა.


close დახურვა