ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაზე განაცხადა, რომ ექიმებმა ღირსეული ანაზღაურება უნდა აიღონ და მათი ხელფასი 150 ლარი არ უნდა იყოს.
მეუფე იაკობის განცხადებით, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და მის მოადგილე, ხალხს ეკლესიაში არწასვლისკენ მოუწოდებდნენ, მათ ეშინოდათ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების.
„მე გამიხარდა ბატონ პაატასგან და ბატონ ამირანისგან, რომ სწორად დაინახეს და სწორად შეაფასეს. მათ განა ქრისტესი ეშინოდათ, არამედ როცა იციან როგორი სამედიცინო სისტემაა. შეუძლიათ, დაჭერების გარეშე შეხედონ დღეში რამდენ აპარატს იყენებენ და სახელმწიფო რამდენ აპარატზე იხდიდა ფულს და რეალურად, რამდენი აპარატი მუშაობდა და მიხვდებიან ყველაფერს. რატომ ნერვიულობდა ეს ხალხი (იმნაძე და გამყრელიძე), სისტემას რომ ჩახედა რა მდგომარეობაა. ექიმებს კი ადამიანური ხელფასი უნდა მივცეთ. 4-5-გან კი არ უნდა მუშაობდნენ. 150 ლარი რომ გექნება ხელფასი იქ წახვალ და იკარგება პროდუქტიულობა. სიცოცხლე დადეს ჩვენს გამო“, - განაცხადა იაკობმა.