იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბრაზილიაში ტოკიოდან ჩასულ ოთხ ადამიანს კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაუდასტურდა.
იაპონიაში ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი განსხვავებულია ვირუსის იმ შტამისგან, რომელიც ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გავრცელდა. როგორც მან აღნიშნა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი მეტად გადამდებია.
რამდენიმე დღის წინ იაპონიის პრემიერმინისტრმა ტოკიოსა და მის მეზობელ პრეფექტურებში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.