logo
ENG



იაპონია უკრაინას დრონების ამომცნობ სისტემებს გადასცემს

12 ივლ 202316:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/12/1tau08fexoup9ta.jpg

იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კაშიდა აცხადებს, რომ უკრაინას, დახმარების ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატების ამომცნობ სისტემებს გადასცემენ. ეს განცხადება მან NATO-ს ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობის დროს გააკეთა.

ფუმიო კაშიდამ განაცხადა, რომ იაპონია, NATO-ს ფონდის შუამავლობით, უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის 30 მილიონ დოლარს გამოიყენებს, რომელიც უკრაინის ფონდისთვისაა გამოყოფილი.

"პარტნიორებმა, რომლებიც იზიარებენ ფუნდამენტურ ღირებულებებს და სტრატეგიულ ინტერესებს, მომავალშიც უნდა გაამყარონ საკუთარი კავშირები", - განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა.

ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომლის მთავარი საკითხიც უკრაინის პოტენციური წევრობაა. NATO ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა კომუნიკეც, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია. 

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელების პროცესში მომავალი წევრობის გზაზე და შესაძლებლობა იმისა, რომ უკრაინა მიიწვიონ NATO-ში გაჩნდება მას შემდეგ, რაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და დაკმაყოფილდება პირობები.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალიანსმა უკრაინისთვის გააუქმა MAP-ის მოთხოვნა და უკრაინის წევრობის გზა 1-ნაბიჯიან პროცესად იქცა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი შეთანხმდა უკრაინისთვის 3-წლიან პრაქტიკული დახმარების პროგრამაზე, რომელიც ქვეყანას ალიანსთან კიდევ უფრო დააახლოებს.

გენმდივნის ინფორმაციით, ასევე შეიქმნება NATO-უკრაინის საბჭო სადაც ალიანსის წევრი ქვეყნები და უკრაინა თანასწორები იქნებიან.

 


close დახურვა