logo
ENG



იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად დამატებით 160 მილიონ ევროს გადასცემს

20 ნოე 202315:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/ztvmnrwxvgaro18.jpg

იაპონია უკრაინას ეკონიმიკის აღსადგენად დამატებით 160 მილიონ ევროს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა.

ამასთან, უკრაინის პრემიერი დღეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიოტო ცუჯის შეხვდა.

"მადლობელი ვარ იაპონიის დელეგაციის დღევანდელი მისიისთვის, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში", - თქვა შმიჰალმა.

ივლისში, იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ უკრაინას, დახმარების ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატების ამომცნობ სისტემებს გადასცემენ. ეს განცხადება მან NATO-ს ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობის დროს გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ იაპონია, NATO-ს ფონდის შუამავლობით, უკრაინისთვის არალეტალური აღჭურვილობის მიწოდებისთვის 30 მილიონ დოლარს გამოიყენებს, რომელიც უკრაინის ფონდისთვისაა გამოყოფილი.


close დახურვა