logo
ENG



იაპონიის პორტ იოკოჰამაში მდგარ ხომალზე კორონავირუსი 10 ადამიან დაუდასტურა

05 თებ 202012:40
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირსის მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში საშიში ვირუსით 65 ადამიანი გარდაიცვალა. 4000-ით გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა. ათ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი საკრუიზო ხომალდზე, რომელიც იაპონიის პორტ იოკოჰამაში დგას. 

დაავადებულები იაპონიის ხელისუფლებამ გემიდან უკვე გადაიყვანა ჰოსპიტალში. მედიკოსები დანარჩენ მგზავრებს ამოწმებენ. ხომალდზე სულ 3700 ადამიანია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 300 მათგანია შემოწმებული. გემის მგზავრების სამედიცინო შემოწმება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჰონგკონგის პორტში ჩასულ ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსი დაუდგინდა. 


close დახურვა