logo
ENG



იასე ზაუტაშვილი: შესაძლოა, ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა ზაფხულამდე გაიწელოს

06 აპრ 202023:14
3 წუთის საკითხავი
 

პარტია „სამართლიანობისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა იასე ზაუტაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაიწელოს.

მისი თქმით, შესაძლებელია ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით ეტაპობრივად გამოიყვანონ მოქალაქეები.

„120 მგზავრის გამოყვანა ყოველკვირეულად და ეს რომ გაწელილი პროცესი და ეს შეიძლება მთელი ზაფხული გაიწელოს. რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც ერთი ევროს ანაბარა არიან და ჩარჩენილნი სხვადასხვა ევროპის ქვეყანაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც აქვს გრაფიკი გამოქვეყნებული, პარიზის რეისმა შეიძლება 120 მგზავრი წამოიყვანოს.

რა ქნას იმ ასეულობით ადამიანმა, რომელმაც არ იცის როდის დაინიშნება შემდეგი რეისი პარიზში? არის ამის საშუალება ქართულ რეალობაში, ჩვენი ავიაკომპანიის მეშვეობით მოვახდინოთ მგზავრების ეტაპობრივი გამოყვანა შეთითხნილი სიების გარეშე“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.


close დახურვა