logo
ENG



ია მეტრეველმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ორგანიზაცია "დავასრულოთ" დააფუძნა

12 აგვ 202016:01
3 წუთის საკითხავი
 
ია მეტრეველმა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ორგანიზაცია "დავასრულოთ" დააფუძნა

ია მეტრეველმა, თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "დავასრულოთ" დააფუძნა.

როგორც პრეზენტაციაზე მეტრეველმა განაცხადა, მათი მიზანი ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის დასრულებაა".

"ვაგრძელებთ ბრძოლას, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში აი, ამ დიდმა მტერმა, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა, ჯერ კიდევ არ დაასრულა ბოროტული ქმედებები.

ჩვენი ორგანიზაციის სახელი არის "დავასრულოთ ნაცები". ნაციონალურ მოძრაობას უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნისთვის და მე ვიტყოდი, საქართველოს ისეთი მტერი არ ჰყოლია, როგორიც არის ეს პარტია. სწორედ ეს არის მიზანი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმის აღსაკვეთად, რაც დღეს ხდება", - განაცხადა მეტრეველმა. 


close დახურვა