logo
ENG



იემენის ერთ-ერთ სკოლაში ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა

20 აპრ 202308:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/20/knuqzj7sjze4dxa.jpg

იემენის დედაქალაქ სანაში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში რამადანთან დაკავშირებით საქველმოქმედო ღონისძიებები მიმდინარეობდა, რა დროსაც ჭყლეტა მოხდა. ინციდენტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 13 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

Reuters-ი იტყობინება, რომ სკოლაში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა საქველმოქმედო დღის ფარგლებში განკუთვნილი თანხა მიეღოთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები დაკავებულები არიან.

*2015 წელს ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს მეამბოხე ჰუსიტები აკონტროლებენ. სწორედ მათ მიერ იყო ორგანიზებული ღონისძიება.

თვითმხილველების თქმით, ხალხის კონტროლის მიზნით, ჰუსიტებმა რამდენჯერმე ჰაერში გაისროლეს და ერთ-ერთი გასროლის დროს დაზიანდა ელექტროგაყვანილობა, რასაც შემდგომ აფეთქება მოყვა. სწორედ მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია ხალხში პანიკა და შემდგომში ჭყლეტა.


close დახურვა