სამხედრო აღლუმის დროს იემენში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა. სარაკეტო იერიში მაშინ განახორციელეს, როდესაც მსვლელობას ახალწვეულები შეუერთდნენ. თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის 6 სამხედროა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმა ხუსიტმა ამბოხებულებმა განახორციელეს. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი.
იემენში აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა
29 დეკ 201917:11
3 წუთის საკითხავი