![იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობის ვადა გაუხანგრძლივეს](/uploads/news/იენს_სტოლტენბერგი_158725874.jpg)
NATO-ს ლიდერები დღეს შეთანხმდნენ იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის თანამდებობის ვადის გაგრძელებაზე კიდევ ერთი წლით, რადგან ალიანსი აგრძელებს უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს.
სტოლტენბერგმა ტვიტერზე დაწერა გადაწყვეტილების შესახებ და თქვა, რომ დასავლეთს ემუქრება "უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი". მანვე დასძინა, რომ "ჩვენ ერთიანი ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ალიანსი და ხალხი უსაფრთხოდ".
Honoured by the decision of #NATO Heads of State and Government to extend my term as Secretary General until 30 September 2023. As we face the biggest security crisis in a generation, we stand united to keep our Alliance strong and our people safe. https://t.co/06YkRkmX8J
სტოლტენბერგი თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.