logo
ENG



იერიში თავისუფალი მოსამართლეების წინააღმდეგ

28 დეკ 202120:14
3 წუთის საკითხავი
 

წლის მიწურულს ქართული ოცნება მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით არ შემოიფარგლა. დაჩქარებული წესით იხილავენ სასამართლოს კიდევ უფრო შეზღუდვის საკითხსაც. ხელისუფლებას მოსამართლეების წინააღმდეგ ახალი ბერკეტი ექნება.  მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერების კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა - ეს წინადადება წერია კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. ეს ჩანაწერი ფართო უფლებებს ანიჭებს კლანს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებითი სანქციებით ისარგებლებს, რაც მოსამართლეებს დამოუკიდებლობას თეორიულ შანსსაც მოუკლავს. 


close დახურვა