logo
ENG



იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეც. რეისით ჩამოიტანეს

19 აპრ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით, გვიან ღამით ჩამოიტანეს. თვითმფრინავში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და  ცეცხლი მათ, ისრაელში საქართველოს ელჩმა გადასცა. მოგვიანებით ის საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში მიიტანეს.

ამავე რეისით ქვეყანაში საქართველოს კიდევ 154 მოქალაქე დაბრუნდა, ისინი აეროპორტიდან ავტობუსებით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს, სადაც 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

ჯამში, ეპიდემიის გამო სხვადასხვა ქვეყნებიდან ევაკუირებულია საქართველოს 6 400-ზე მეტი მოქალაქე.


close დახურვა