logo
ENG



ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ლაგუნა ვერე სესხის ასაღებად ქართუ ბანკში ჩადო

30 ივნ 202019:02
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ექსკლუზიური მასალა - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ლაგუნა ვერე სესხის ასაღებად ქართუ ბანკში  ჩადო. საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება ქართუ ბანკთან შპს "ინვესტკაპიტალმა" გააფორმა.

დოკუმენტები ფორმულანიუსს ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ მიაწოდა - ოპოზიციონერი თვლის, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები იკვეთება და მოუწოდებს კომპანიებს, გაასაჯაროვონ ინფორმაცია.

"ინვესტკაპიტალი" ივანიშვილის ის კომპანიაა, რომელმაც იპოდრომი 60 მილიონის ნაცვლად ისევ ბიძინა ივანიშვილის ფონდ "ქართუს" მიჰყიდა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ქართუ ბანკშია ჩადებული ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოთხი კომპანიის კუთვნილი 43 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 19 000 კვ.მ შენობები, მათ შორის ლაგუნას აუზიც.

შპს "ინვესტკაპიტალის" 2018 წლის აუდიტით ირკვევა, რომ კომპანია მხოლოდ იპოდრომის ტერიტორიას ფლობს. ადგილი 87 მილიონად შეაფასეს, თუმცა ფონდ "ქართუს" უფრო იაფად მიჰყიდა. ასევე, უცნობია, რა თანხა აიღო ბანკიდან კომპანიამ და რისთვის აგროვებს კაპიტალს ივანიშვილის კომპანია, რომლის ოფიციალური მფლობელიც კახა კობიაშვილია, ივანიშვილის ნათესავი. ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პანამაშია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ ასევე ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია შპს "ინვესტკაპიტალმა" ფონდ "ქართუს" 60 მილიონად მიყიდა. 


close დახურვა