logo
ENG



ივანიშვილისთვის კარგი მინდა-ოპოზიციაში გადასვლა, ცუდ ვარიანტში ის ციხეში წავა-ოქრუაშვილი

18 მაი 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი შეხვედრა იმართება. შეხვედრას რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილის ესწრებიან. 

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია და ისინი პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. 

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება გარდაუვალი პროცესია. 

"ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის განვითარებაში. ასევ მინდა ჩემი მიდგომა გამოვხატო ამ პროცესებისადმი - ძალა ერთობაშია მოიტანა 8 მარტის შეთანხმება, ძალა ერთობაშია მოტანა ჩვენი გათავისუფლება, ძალა ერთობაშია მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას. ეს ერთობა იქნება აქ, დარწმუნებული ვარ. თუ ვინმე ამ ერთობას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის. გამიჭირდება ჯერ ჩემ გეგმებზე საუბარი, რადგან აქ პირველად მოვდივარ და თითქმის არ შევხვედრივარ ჩემ მეგობრებს, მომიწევს რომ ცოტა სიტუაციაში გავერკვიო. ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთობა იყოს ახალ ფაზაში აყვანილი. რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს პროცესი გარდაუვალია. ეჭვი არ მეპარება, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ამ პროცესს დაასრულებს ისე როგორც უნდა დასრულდეს, როგორც ეს მოხდა ჩემი და გიგის შემთხვვაში. მაქსიმუმ ეს უნდა მოხდეს პირველ მოსმენამდე საკონსტიტუციო ცვლილებების, დაველოდოთ მათ. მე როგორც ვიცი ისინი [საპარლამენტო ოპოზიცია] ჩაერთვებიან როგორც კი რურუას საკითხი გადაიჭრება. ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი - მას აქვს 3 არჩევანი. კერძოდ: კარგი ცუდი და ძალიან ცუდი. მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგი - არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა. ცუდი არის პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება და ძალიან ცუდი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ის რას აირჩევს არ ვიცი, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ოქრუაშვილმა. 

პარტიის ოფისში უკვე მივია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავას. უგლავას თქმით, შეთანხმება იქამდე არ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ. 

"პრობლემა ჯერ არ არის ამოწურული და სანამ გიორგი რურუა საპატიმროში იქნება, პრობლემა დარჩება. შესაბამისად, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად არ იქნება მიჩნეული და აქედან გამომდინარე, იმოქმედებს ოპოზიცია ზუსტად ისე, როგორც მოქმედებდა პარასკევ დღემდე", - აღნიშნა უგულავამ. 

 


close დახურვა