logo
ENG



ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა

14 დეკ 202219:58
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის სრული კრახი ევროპაში. ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროპულ საბჭოსა და ყველა პარტნიორს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს პირადი სანქციები დაუწესოს. რეზოლუცია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას მხოლოდ ივანიშვილს არ აკისრებს. სანქციების დაწესებისკენ მოწოდება სხვა პირებზეც ვრცელდება. რეზოლუციაში ასევე ნახსენებია რუსეთთან ურთიერთობები.

დოკუმენტი ეყრდნობა უკრაინის მთავრობის მიერ გამოკვლეულ ივანიშვილის გარემოცვის კავშირებსაც აგრესორ სახელმწიფოსთან. რეზოლუციაში შესწორების სახით მოხვდა სააკაშვილის საკითხი. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. რეზოლუციაში ჩანაწერია მედიასაშუალებების შესახებ. 


close დახურვა