logo
ENG



ივანიშვილის "თუთიყუშები" - შაბათის ფორმულა

01 აპრ 202320:38
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის არაფორმალური მმართველი - ბიძინა ივანიშვილი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თუთიყუშების ვოლიერიდან გამოჩნდა. 9-წამიანი ვიდეო, სოციალურ ქსელში, ოლიგარქის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა გაავრცელა. ვიდეო გზავნილში, ბიძინა ივანიშვილი ბრაზილიურ თუთიყუშებს - ოქროს არატინგებს, მარცვლეულით კვებავს. ივანიშვილის ეს ვიდეო მიმართვა, მალევე გახდა განხილვის თემა, სადაც ბევრმა ოლიგარქის პოლიტიკური თუთიყუშები მარტივად ამოიცნო, თუმცა 9-წამიანი ვიდეოს ფინალურ ნაწილში, სადაც ერთი თუთიყუში, მილიარდერს თავზე აჯდება, ანალიტიკოსებმა მთავარი სათქმელი ამოიცნეს - ივანიშვილი ყველას ეუბნება, რომ ის არასად წასულა, ყველაფერს მისი თუთიყუშების დახმარებით აკონტროლებს და თუ ვინმე თავზე დაჯდომას გადაწყვეტს, ივანიშვილი ყველა მეთოდით შეახსენებს, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.  

 


close დახურვა