შეუსრულებელი პირობების შეხსენება ქართულ ოცნებას არ მოსწონს. ივანიშვილის გუნდი კრიტიკით გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, როდესაც დაასრულებს აუცილებელ ნაბიჯებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების კონკრეტული თარიღი - 2030 წელი დაასახელა, კობახიძე კი ამბობს, რომ გზავნილი ზოგადი იყო.